02:33 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-19 16:31:40, 494 ნახვა

პოლიტიკა
მარიამ ლაშხი „გლობალური ომის პარტიაზე“ - მასონების მსგავსი ძალაა

[გლობალური ომის პარტია[ მასონების, რომლებსაც გავლენა აქვთ და ვაღიარებთ, რომ აქვთ გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე, ამის მსგავსი ძალაა,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა ბრიტანულ პოდკასტ The News Agents-ზე.

ჟურნალისტის კითხვაზე - თქვენმა პრემიერ-მინისტრმა "გლობალური ომის პარტიაზე" ისაუბრა, რა არის "გლობალური ომის პარტია"? - ლაშხმა თქვა:

"ეს არის რაღაც... გჯერათ მასონების? ფრიმასონების, მაგალითად - აი, ისინი, ვისზეც ათწლეულების განმავლობაში გვესმოდა და ვხედავდით, რომ მსოფლიო პოლიტიკასა და ყველაფერზე გავლენა აქვთ. 

დღეს მე თვითონ ვარ საგარეო ურთიერთობებში ჩართული და როცა პარტნიორებთან ვურთიერთობ, ისინი ამბობენ, რომ კარგია და კარგად მივდივართ, მაგრამ არის კიდევ მეორე ხმაც... 

მე პირადად უბრალოდ ვადარებ მათ, ფრიმასონებს, რომლებიც ცალკე მდგომი ძალაა, რომლებსაც პირადად არ ვიცნობთ.

[გლობალური ომის პარტია] მასონების, რომლებსაც გავლენა აქვთ და ვაღიარებთ, რომ, დიახ, აქვთ გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე, ამის მსგავსი ძალაა",- თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics