|
2016-02-12 18:36:43, 572 ნახვა
საზოგადოება
მსოფლიო საეკლესიო კრებაზე წარსადგენ საბუთებში ცვლილებები შევა
მსოფლიო საეკლესიო კრებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დღეს სინოდის სხდომაზე განიხილეს. თითქმის ხუთსაათიანი შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები იმ დოკუმენტების შესახებ მსჯელობდნენ, რომელსაც მსოფლიო კრებაზე საქართველოს ეკლესია წარადგენს. მანამდე კი მათ შინაარსში გარკვეული შესწორება შევა. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრება კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს უნდა გაიმართოს. ასევე დღევანდელი სინოდის სხდომის მიმდინარეობისას დელეგაციის შემადგენლობაზეც ისაუბრეს. უკვე ცნობილია, რომ მსოფლიო საეკლესიო კრებას ქართული ეკლესიის 24 მღვდელმთავარი დაესწრება. დღევანდელ სინოდის სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობდა. ცნობისთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება და ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)