|
2024-05-19 10:45:10, 417 ნახვა
პოლიტიკა
შარლ მიშელი: სალომე ზურაბიშვილის ვეტო იძლევა კანონის განხილვის შესაძლებლობას
„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო გამჭვირვალობის კანონზე იძლევა შემდგომი განხილვის შესაძლებლობას“, – წერს ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში. ის მოუწოდებს ყველა პოლიტიკოსს და ლიდერს, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებელი. „დღევანდელი სახით ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და გზას. მოვუწოდებთ ყველა ქართველ პოლიტიკოსს და ლიდერს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩეს ევროპულ კურსზე, რომელსაც მხარს უჭერს მოსახლეობა. მე ყურადღებით ვაკვირდები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს“, - წერს ჩარლზ მიშელი. შეგახსენებთ, რომ 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ 14 მაისს მესამე მოსმენით მიღებულ კანონს „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა). „კანონი არ ექვემდებარება რაიმე ცვლილებას ან გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)