|
2024-05-18 15:17:32, 454 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტზე - მათი მიტინგზე გამოსვლა შეურაცხმყოფელია
ევროპის რამდენიმე ქვეყნის საგარეო სამეთა მინისტრები ოპოზიციის მიერ გამართულ მიტინგზე გამოვიდნენ სიტყვით, რა ჰქვია ამას თუ არა, ასეთი შეურაცხმყოფელი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვემო ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდგომ, ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც ღარიბაშილმა აღნიშნა, "წითელი ხაზი და დაუწერელი კანონია" მინისტრების მიტინგზე სიტყვით გამოსვლა. "ჩვენ ერთის მხრივ ვადასტურებთ, რომ გვინდა დისკუსია, განხილვა მეორეს მხრივ, ასეთი მუქარა, შანტაჟი თუ ასეთი განცხადებები არ არის პროდუქტიული და შედეგის მომტანი. ვნახეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის საგარეო სამეთა მინისტრების ვიზიტი, ეს ადამინები ოპოზიციის მიერ გამართულ მიტინგზე გამოვიდნენ სიტყვით. რა ჰქვია ამას თუ არა ასეთი შეურაცხმყოფელი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში. მიუღებელია, რომ ჩამოდის უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მით უმეტეს დიპლომატი, ეს დაუწერელი კანონია, ეს არის წითელი ხაზი. როცა გამოდიან და ჭკუას გვასწავლია ოპოზიციის ტრიბუნიდან, ეს არის მიუღებელი. ეს არის უხეში ჩარევა, დარღვევა ყველაფრის. ჩვენ არ ვერევით მათი ქვეყნის შიდა საქმეებში და ისინი რატომ აძლევენ თავს ამის უფლებას. იცით რა არის პრობლემა, ეს დამოკიდებულება, აქვთ რომ თქვენ ვინ ხართ საერთოდ, საქართველო როგორ ბედავს ამდენ რამეს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)