|
2024-05-18 14:22:10, 446 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - თუ კანონში დამატება მოხდა, იქვე რატომ არ მოახდინეს რეაგირება
თუ ეს დამატება მოხდა, იქვე რატომ არ მოახდინეს რეაგირება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვემო ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდგომ, ჟურნალისტებთან განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიცია, რომელიც მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი პარლამენტში, " არ არიან ჩართულნი რეალურად საპარლამენტო საქმიანობაში". "ოპოზიცია პარლამენტში არის წარმოდგენილი საკმაოდ მრავალფეროვნად. და ამ დროს როგორც ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, გებულობენ, რომ რაღაც დამატებითაა შეტანილი. თუ ეს დამატება მოხდა იქვე რატომ არ მოახდინეს რეაგირება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი არ არიან ჩართულნი რეალურად საპარლამენტო საქმიანობაში. მათი მთავარი თემა არის დესტრუქცია, არეულობა, სიგიჟე, ქაოსი, რაც მათ შემოაქვთ. მე არ ვარ საქმის კურსში და დეტალებში არ ვარ გარკვეული, არ ვიცი რა ხდება, თუმცა რაც მოვისმინეთ, გასაგებია, რომ რაღაცებზე პრეტენზიებს გამოთქვამენ. ადგილზე უნდა მომხდარიყო და ეს არის პრობლემა, რომ მოხდა მსჯელობა და სამწუხაროდ, უკვე მიღებულ კანონზე ახლა გვიწევს საუბარი", - განაცხადა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ 17 მაისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა, კერძოდ, "თუ აქამდე ეს კანონი არ შეეხებოდა ფიზიკურ პირებს და მარტო არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხებოდა, აღმოჩნდა და ფარულად შეიტანეს ცვლილება მესამე მოსმენისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ თითოეულ მოქალაქესა და ფიზიკურ პირზე არა მარტო პერსონალური ინფორმაციები გამოითხოვოს შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ, არამედ საიდუმლო ინფორმაციები შეაგროვონ თითოეულ მოქალაქეზე".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)