|
2024-05-18 11:57:49, 385 ნახვა
პოლიტიკა
ლაშა ფარულავა - ჩემი ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ შეძლეს, მაგრამ მამაჩემის ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო და ახლა რეანიმაციაშია
დილის ხუთ საათზე ურეკავდნენ მამაჩემს და ემუქრებოდნენ ჩემი ფიზიკური ანგარიშსწორებით, ჩემი ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ შეძლეს, მაგრამ მამაჩემის ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო და ახლა რეანიმაციაშია. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ფარულავას განცხადებით, საკუთარი სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეს, "ყველა დამნაშავე კანონის წინაშე პასუხს აგებს“. „ურეკავდნენ მამაჩემს და ემუქრებოდნენ შვილის, ჩემი ფიზიკური განადგურებით. ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ შეძლეს, მაგრამ მამაჩემის ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო და ახლა რეანიმაციაშია. ეს არის სწორედ რუსული სტილის საბჭოთა ტერორი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო მიმართავენ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ. ეს ადამიანები არ ვიცი სად დაიბადნენ, სად გაიზარდნენ, ან რა დამოკიდებულებაა ასაკიან ადამიანს დილის ხუთ საათზე დაურეკო და ერთადერთი ბიჭის განადგურებით დაემუქრო. ეს არაფერში არ ჯდება. აუცილებლად ყველა დამნაშავე კანონის წინაშე აგებს პასუხს, ამას მე ვპირდები და სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, ყველა ამ ადამიანს აუცილებლად დავსჯით კანონის წინაშე“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)