|
2024-05-17 22:58:59, 706 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად სახალხო დღესასწაული „ფრიდონობა“ აღინიშნა
17 მაისი, სახელოვანი პოეტის, მწერლის, პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშის და პოეტის ვაჟის, კინორეჟისორის ზაზა ხალვაშის დაბადების დღეა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ქედის მერიის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში პოეტის ბიუსტთან, რომელიც მწერალთა სახლთან გასულ წელს გაიხსნა და ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის ეზოში, საფლავთან პატივი მიაგეს პოეტის ხსოვნას. "ოფიციალურად გაიხსნა ზაზა ხალვაშის კინო სივრცე, სადაც ნიკა ვერძაძის "ზაზას დღიურები" და ამირან ქავთარაძის "მეც უნდა ვიყო შენი პოეტი" ფილმების ჩვენება გაიმართა. ფილმის გადაღება აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს პროექტის ახალი შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. შემოქმედთა ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულებად 4 ახალგაზრდა გამოვლინდა. ფრიდონ ხალვაშის სტიპენდია აჭარის მთავრობის ინიციატივით დაწესდა. ლიტერატურული კონკურსი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და აჭარის მწერალთა სახლის ორგანიზებით ჩატარდა. გამარჯვებულებს 7 თვის განმავლობაში გადაეცემათ სტიპენდია 500 ლარის ოდენობით. ცნობილი ქართველი პოეტის და საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშის სახელობის სახლ-მუზეუმს ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძესთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მწერალთა კავშირის წევრებთან, ესწრებოდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)