|
2024-05-17 17:30:51, 354 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ზურაბიშვილი პრეზიდენტია და არ აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, თუმცა ის ხშირად არღვევს კონსტიტუციას
მას არანაირი უფლება არ აქვს, პოლიტიკურ პროცესებში ანუ საარჩევნო კამპანიაში მიიღოს მონაწილეობა. ის არის პრეზიდენტი, თუმცა ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, რომ ის ჩვეულებრივად არღვევს კონსტიტუციას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა. თბილისის მერის თქმით, „პრეზიდენტის გადაწყვეტილება რეალურად არაფერს შეცვლის და მომავალ არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვების შანსი ისევ მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ექნება". „იმის ნაცვლად, რომ პირველი იყოს, ვინც იცავს კანონს, კონსტიტუციას, არის პირველი დამრღვევი კონსტიტუციის და არც ის გამიკვირდება, რომ მან ეს ნაბიჯი გადადგას, თუმცა ეს არაფერს არ შეცვლის, სადაც უნდა, ვისთანაც უნდა და როგორც უნდა, იქ იყოს სალომე ზურაბიშვილი, რომელ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად, მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ არის ის გუნდი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად გაიმარჯვებს, მიაღწევს წარმატებას, რაც სჭირდება დღეს ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის მომავალს, შეინარჩუნებს სიმშვიდეს, მშვიდობას. სხვა, რაც შეეხება დანარჩენ რადიკალურ პარტიებს, ისინი ეცდებიან და მათი მთავარი მიზანი იქნება, როგორმე გადალახონ საარჩევნო ბარიერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)