|
2024-05-17 15:26:14, 443 ნახვა
პოლიტიკა
ბეჟაშვილი - როცა „ოცნება“ გვიმტკიცებდა, რომ კანონი არ შეეხებოდა ფიზიკურ პირებს, ცვლილება მესამე მოსმენისთვის ფარულად შეიტანეს
მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ გვიმტკიცებდა, რომ ეს კანონი არ შეეხებოდა ფიზიკურ პირებს და მარტო არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხებოდა, აღმოჩნდა და ფარულად შეიტანეს ცვლილება მესამე მოსმენისთვის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. ბეჟაშვილის თქმით, მმართველ ხელისუფლებას მხოლოდ სარედაქციო ცვლილებების შეტანის უფლება ჰქონდა. „რუსული კანონის განხილვის ეტაპზე კიდევ ერთი დანაშაული გამოვლინდა ივანიშვილის პარტიის რუსული რეჟიმის მხრიდან, როდესაც ისედაც მძიმე მუხლებს დაამატეს კიდევ ერთი შესაძლებლობა სახელმწიფო უწყებებისთვის, რომ თითოეულ მოქალაქესა და ფიზიკურ პირზე არა მარტო პერსონალური ინფორმაციები გამოითხოვოს შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ, არამედ საიდუმლო ინფორმაციები შეაგროვონ თითოეულ მოქალაქეზე. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ გვიმტკიცებდა, რომ ეს კანონი არ შეეხებოდა ფიზიკურ პირებს და მარტო არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხებოდა, აღმოჩნდა და ფარულად შეიტანეს ცვლილება მესამე მოსმენისთვის მაშინ, როდესაც ამის უფლება არ ჰქონდათ და მხოლოდ და მხოლოდ სარედაქციო ცვლილებების შეტანის უფლება ჰქონდათ, დაამატეს მუხლი დანაშაულებრივად, რომელიც თითოეულ მოქალაქეზე საიდუმლოების შეგროვებას ეხება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ კანონის წინააღმდეგ თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ უნდა გამოხატოს თავისი პროტესტი, რადგან ეს არის რუსული რეჟიმის დამკვიდრება ქვეყანაში“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)