|
2024-05-17 09:18:37, 375 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს მთავრობის დელეგაცია, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ჩიქოვანმა შეხვედრა თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, იაშარ გიულერთან გამართა. „ირაკლი ჩიქოვანმა თურქეთის მხარეს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს სტრატეგიული პარტნიორობისა და მაღალი დონის შეხვედრების მნიშვნელობა. საუბარი შეეხო სამმხრივ და ორმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხებს. მინისტრმა მიმდინარე წელს დაგეგმილი აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის მინისტერიალის საქართველოში ჩატარებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოხატა. ყურადღება გამახვილდა ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებების ფართო სპექტრზე, მათ შორის სამხედრო-საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე, ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებასა და საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზე. აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების განხორციელებაში თურქეთის წვლილი“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)