|
2024-05-16 18:13:23, 495 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში საფრანგეთის ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. “ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ მადლიერება გამოხატა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში საფრანგეთის ძლიერი მხარდაჭერის გამო. ასევე, ხაზი გაესვა საფრანგეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)