|
2024-05-16 13:53:16, 442 ნახვა
პოლიტიკა
სამხარაძე - ეროვნული უსაფრთხოება გამოწვევების წინაშეა - გვინდა ვიცოდეთ, არასამთავრობოები, რომელთაც სურთ, გადაწყვეტილების მიღების ნაწილი იყვნენ, საიდან ფინანსდებიან
საქართველოში რეგისტრირებულია 25 000 არასამთავრობო ორგანიზაცია და ამ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების 95 პროცენტი საზღვარგარეთიდან მოდის. სამწუხაროდ, საკანონმდებლო თვალსაზრისით, აქ დიდი ჩავარდნას აქვს ადგილი, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ავალდებულებს, რომ ეს დაფინანსება და მათი დახარჯვის მონაცემები საჯარო გახადონ,- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. სამხარაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება დგას ფუნდამენტური გამოწვევების წინაშე. „ქვეყანა ნაწილობრივ ოკუპირებულია, როგორც იცით, 20 პროცენტი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ; საქართველოს გარშემო მძვინვარებს კონფლიქტები და ომები. ამიტომ, ჩვენ გვინდა, ვიცოდეთ, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც სურთ, რომ პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღების პროცესის ნაწილი იყვნენ, საიდან, რომელი ქვეყნებიდან ფინანსდებიან და რა პროექტებზე და რა მიზნებით ხარჯავენ ამ ფულს“,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. კითხვაზე, კონკრეტულად ქვეყანაზე გავლენის მოხდენის რა მაგალითები არსებობს არასამთავრობოების მხრიდან, სამხარაძემ ერთ-ერთი ჰიდროელექტროსადგურის საწინააღმდეგოდ გამართული აქციები დაასახელა და აღნიშნა, რომ პროტესტის შედეგად ინვესტორმა პროექტი მიატოვა და საქართველომ დაკარგა ელექტროენერგიის გამომუშავების პოტენციალი. „ამას წინათ ადგილი ჰქონდა ერთ პროტესტს, რომელიც ორგანიზებული იყო არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ და რომელიც მიმართული იყო საქართველოში ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობის წინააღმდეგ, რაც გააძლიერებდა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას. გაიმართა ძალიან დრამატული საპროტესტო აქციები და საბოლოოდ, პროექტი მიტოვებული იქნა ინვესტორის მიერ და ჰიდროელექტროსადგური არ იქნა აშენებული, რის შედეგადაც ჩვენ დავკარგეთ პოტენციალი ელექტროენერგიის გამომუშავებისა, რასაც უნდა შეედგინა ამჟამად ჩვენ მიერ გამომუშავებული ენერგიის 15 პროცენტი, რაც ამის ერთ-ერთი მაგალითია“,- აღნიშნა სამხარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)