01:26 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 17:19:21, 415 ნახვა

პოლიტიკა
ფედერიკა მოგერინი გიორგი კვირიკაშვილთან ორმხრივ ურთიერთობებს და ვიზალიბერალიზაციას განიხილავს

"განვიხილავთ ორმხრივ ურთიერთობებს, ვიზალიბერალიზაციას, ყველაფერი კარგად მიდის და პოზიტიურად ვარ განწყობილი",- ამის შესახებ საერთაშორისო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ, მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.

მიუნხენში უსაფრთხოების 52-ე კონფერენციას, საქართველოს პრემიერმინისტრიც დაესწრება. გიორგი კვირკაშვილი საერთაშორისო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარს, ფედერიკა მოგერინის შეხვდება.

„შევხვდები საქართველოს პრემიერმინისტრს, ჩვენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. განვიხილავთ ორმხრივ ურთიერთობებს, ვიზალიბერალიზაციას, ყველაფერი კარგად მიდის და პოზიტიურად ვარ განწყობილი,“- განცხადა მოგერინიმ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც ორმხრივ შეხვედრებს მართავს. პავლო კლიმკინმა განაცხადა, რომ გუშინ ყირიმში უკრაინის 13 მოქალაქე დააკავეს და, მისი თქმით, მინისტრი შეხვედრებს სწორედ ამ საკითხის განხილვით დაიწყებს. კლიმკინმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა აგრძელებენ მუშაობას, რათა სავიზო ლიბერალიზაციაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მალე მიიღონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics