|
2024-05-16 10:34:39, 429 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ევროპაში თავაწეული დავდივარ - რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?
ჩვენ არ ვართ კოლონია. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს, სისხლი დაღვარეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „რუსთავი-2"-ის ეთერში, აშშ-სთან პარტნიორობის საკითხის კომენტირებისას განაცხადა. კალაძის თქმით, საქართველომ ბევრჯერ დაამტკიცა, რომ საიმედო პარტნიორია, თუმცა ეს ურთიერთობა ორმხრივი უნდა იყოს. „რა გვინდა ახლა, ვიღაცის თავდახრილი მონები ვიყოთ? - არა, ღირსეული ხალხი ვართ, გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გვეამაყება, რომ აქ დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ. ევროპაში თავაწეული დავდივარ. რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ? ჩემს ქვეყანაში მოსახლეობის მიერ არჩეული პარლამენტი კანონს იღებს და გვეუბნებიან, რომ ამას თუ მიიღებთ, სანქციებს დაგიწესებთ. თუ რამეს არასწორად ვაკეთებთ, უნდა გვითხრან არგუმენტი. თუ საფრანგეთისთვის არის მისაღები, ჩვენთვის რატომ არ შეიძლება, იგივე გავაკეთოთ?" - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)