|
2024-05-15 17:24:50, 548 ნახვა
პოლიტიკა
კოლომინა - მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას პატივი სცეს
ეს არის ნაბიჯი არასწორი მიმართულებით,- ასე ეხმაურება სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას. როგორც კოლომინა სოციალურ ქსელ X -ზე წერს, აღნიშნული კანონი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისგან აშორებს. "ახლახან დამტკიცებული კანონმდებლობა ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ არის ნაბიჯი არასწორი მიმართულებით და აშორებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისგან, ქართველებისთვის მთავარ მიზანს, რომელსაც ნატო მხარს უჭერს. მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას",- წერს კოლომინა. შეგახსენებთ, გუშინ, 14 მაისს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გმჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)