|
2024-05-15 16:46:28, 641 ნახვა
პოლიტიკა
„არ შევთანხმებულვართ“ - ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურებიან
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ. ლანდსბერგისი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას უარყოფს და აღნიშნავს, რომ შეხვედრისას არ დაეთანხმნენ პაპუაშვილს, რომ "საქართველო მართალი იყო, როცა უგულებელყო ევროპული რჩევები და ღირებულებები" და გამოიტქვა "უკიდურესად მტკიცე შეხედულებები და არა "გარკვეული შეშფოთება". "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შესახებ არსებული დაბნეულობის პასუხად - საჭიროდ ვთვლი განვმარტო, რომ ჩვენ არ დავეთანხმეთ, რომ საქართველო მართალი იყო, როცა უგულებელყო ევროპული რჩევები და ღირებულებები და გამოვთქვით უკიდურესად მტკიცე შეხედულებები და არა "გარკვეული შეშფოთება", - წერს ლანდსბერგისი X-ზე. ამასთან ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით არ მოძრაობს. "ნება მომეცით ნათლად ვთქვა სათქმელი, ჩვენ არ შევთანხმებულვართ არცერთ ნახსენებ საკითხზე. შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა: "საუბრისას ყველა შევთანხმდით, რომ ჩვენ სწორი გავაკეთეთ, რომ არ მოვუსმინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, როდესაც არ დავუწესეთ სანქციები [რუსეთს], მათი რჩევის საწინააღმდეგოდ, კარგი ვქენით, რომ არ მოვუსმინეთ ევროპელ კოლეგებს და არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი - ჩვენ აღმოვჩნდით მართალი და ისინი მტყუანი".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)