02:53 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-15 13:06:31, 436 ნახვა

პოლიტიკა
ნატოს პრესსპიკერი - მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას პატივი სცეს

მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას პატივი სცეს, - ასე ეხმაურება ნატოს პრესსპიკერი ფარა დახლალა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას.

როგორც პრესსპიკერი მიიჩნევს, აღნიშნული კანონი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას აშორებს.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღების შესახებ არის არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი და საქართველოს უფრო აშორებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას“, - აღნიშნავს პრესსპიკერი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics