|
2024-05-15 11:30:06, 458 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - მეგობრებს გავაცანი, როგორი უნდა იყოს ევროპული პლატფორმა, რომელზეც ვმუშაობ და რომელიც არჩევნებამდე ერთობით მიგვიყვანს
დღეს საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას. ამისთვის, მე ჩვენს მეგობრებს გავაცანი ჩვენი სამომავლო გეგმები - როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზეც ვმუშაობ და რომელიც საქართველოს არჩევნებამდე ერთობით მიიყვანს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე ვეტოს დადებით „ყალბ“ მოლაპარაკებებში არ შევა და ევროპისკენ გზის გამხსნელი სწორედ ის იქნება. „ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის შემდეგი ნაბიჯები, მე ძალიან გარკვეულად ავუხსენი ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ არავითარ შემთხვევაში, მე ჩემი ვეტოს დადებით არ შევიდოდი რაღაცა ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში. არა და არასოდეს! იმიტომ, რომ მე არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც დღეს არის ამ ქვეყანაში და რომელსაც სჭირდება, რომ გზა გაეხსნას. მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი და არა ამ გზიდან გადასვლის ერთ-ერთი ფორმა... დღეს, საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას. ამისთვის, მე ჩვენს მეგობრებს გავაცანი ჩვენი სამომავლო გეგმები - როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზეც ვმუშაობ უკვე რამდენიმე კვირაა, რომელიც ჩამოყალიბებულია და რომელსაც ოფიციალურად წარვუდგენ ჩვენს მოსახლეობას, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს არის იმ გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რომელიც საქართველოს არჩევნებამდე ერთობით და მობილიზებულად მიიყვანს და რომელიც ამ არჩევნებით საქართველოს თავის გზაზე დააყენებს. ჩვენი უახლოესი მომავალი არის მობილიზაცია არჩევნებისთვის, მშვიდობიანი გზისთვის, სადაც ჩვენ ყველანი ერთად უთუოდ გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ გავიყვანოთ საქართველო სამშვიდობოსა და ევროპულ გზაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)