|
2024-05-15 11:11:59, 427 ნახვა
პოლიტიკა
ლანდსბერგისი - ეს კანონპროექტი შეაფერხებს საქართველოს პროგრესს - თუ ეს მოხდება, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი და ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე შეაფერხებს საქართველოს პროგრესს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე,- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა. როგორც ლანდსბერგისმა საქართველოს პრეზიდენტსა და ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, "თუ ეს მოხდება, პასუხისმგებლობა უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება". "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი და ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე შეაფერხებს საქართველოს პროგრესს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. თუ ეს მოხდება, პასუხისმგებლობა დაეკისრება უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის გვიანი. ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტისგან განცხადება, რომ ვეტოს დადება იგეგმება კანონპროექტზე. ამ კანონპროექტის გამოწვევა შეიძლება მოხდეს და არ უნდა იყოს არანაირი დებულება იმაზე, რომ რამე კოსმეტიკური ჩასწორება არსებული კანონპროექტისა, გამოასწორებს მის სახეს, ვინაიდან ის არ არის თანხვედრაში ევროპულ არჩევანთან... საქართველო მიეკუთვნება ევროპას. როგორც ზურაბ ჟვანიამ აღნიშნა მის განცხადებაში - "მე ვარ ქართველ და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი" - და დიახ, თქვენ ხართ!",- განაცხადა ლანდსბერგისმა. შეგახსენებთ, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები - ბაიბა ბრაჟე, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, მარგუს ცაჰკნა და თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი საქართველოს დღეს, 15 მაისს ეწვივნენ. საგარეო უწყებების ხელმძღვანელები უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. შეხვედრები ასევე დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან, პარლამენტის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, მთავრობის წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)