|
2024-05-15 10:18:00, 640 ნახვა
პოლიტიკა
თეთრი სახლი - თუ „უცხოელი აგენტების“ კანონი მიიღება, აშშ იძულებული იქნება, საქართველოსთან ურთიერთობები გადააფასოს
თუ თბილისის მიერ შემოთავაზებული „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტი საბოლოოდ დაამტკიცებს, ამერიკის შეერთებული შტატები იძულებული იქნება, საქართველოსთან ურთიერთობას ფუნდამენტურად გადახედოს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინე ჟან-პიერმა 14 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. პრესმდივანის თქმით, აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და საქართველოს ევროკავშირის ღირებულებებს აშორებს. „ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს კრემლის სტილის „უცხოელი აგენტების“ კანონმდებლობით, რომელიც პარლამენტმა ახლახან დაამტკიცა და ველით, რომ პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს. მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია, შეეცდება თუ არა პარლამენტი პოტენციური ვეტოს გადალახვას, ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას კანონმდებლობის მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და აშორებს საქართველოს ევროკავშირის ღირებულებებს. ნუ დავივიწყებთ ნატო-საც. ქართველი ხალხი აფიქსირებს თავის შეხედულებებს ამ კანონმდებლობის შესახებ, აპროტესტებს ქუჩებში, როგორც თქვენ, ყველამ გაავრცელეთ ამ შაბათ-კვირას. ჩვენ ვნახეთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები, სადაც ათიათასობით მშვიდობიან მომიტინგეს ვერ აფერხებს დაშინების ტაქტიკა და ისინი ეუბნებიან მთავრობას, უარი თქვან ამ კანონმდებლობის მიღებაზე, რადგან მათ სურთ ევროატლანტიკური მომავალი. ჩვენ შევხედავთ, რას გააკეთებს პარლამენტი, მაგრამ ის თუ ამ კანონმდებლობას მიიღებს, გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან“, - აღნიშნა თეთრი სახლიოს პრესმდივანმა, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)