|
2024-05-14 21:24:57, 371 ნახვა
პოლიტიკა
ბრიტანეთის ხელისუფლება - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას შეცვალოს გეზი და გაიწვიოს ეს კანონი
გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება ე.წ გამჭირვალობის კანონის მესამე მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: “კადრები საქართველოდან შოკისმომგვრელია. როგორც საქართველოს მეგობრები, ყველა მხარეს მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ. დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ჩვენი სხვა პარტნიორების მსგავსად, გაერთიანებული სამეფო ძირეულად ეწინააღმდეგება ამ კანონს. ეს კანონი და თანმხლები, დაგეგმილი ქმედებები რომელთა მიზანია აქციის მონაწილეთა დაშინება, არ შეესაბამება ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებს და საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. როგორც დღეს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩთან საუბრისას აღვნიშნე, ღრმა შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე მოვლენებს. ახლა მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას შეცვალოს გეზი და გაიწვიოს ეს კანონი". - წერს ევროპის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს მინისტრი, ნუსრატ განი გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)