|
2024-05-14 18:11:43, 433 ნახვა
პოლიტიკა
გონჩარენკო - საქართველოში რევოლუცია შემოდგომაზე უკვე შესაძლებელია, ან იქნება რევოლუცია, ან საქართველო გახდება მეორე ბელარუსი
საქართველოში რევოლუცია შემოდგომაზე უკვე შესაძლებელია, ან იქნება რევოლუცია, ან საქართველო გახდება მეორე ბელარუსი, - ასე ეხმაურება უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას. როგორც გონჩარენკო სოციალურ ქსელში წერს, არჩევნები, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაიმართოს, „ფორმალობაა“. „ჩემი პროგნოზი იმის შესახებ, თუ რა მოხდება საქართველოში? მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს კანონს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც, ფაქტობრივად, წარმოადგენს „კრემლს“, ამ ვეტოს დაძლევს. უკვე ამ შემოდგომაზე უნდა იყოს არჩევნები, მაგრამ ეს არჩევნები უბრალო ფორმალობაა. სწორედ ამიტომ, საქართველოში რევოლუცია შემოდგომაზე უკვე შესაძლებელია. ან იქნება რევოლუცია, ან საქართველო გახდება მეორე ბელარუსი“, - აღნიშნავს გონჩარენკო. შეგახსენებთ, დღეს, 14 მაისს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი, 30 წავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)