|
2024-05-14 17:51:49, 495 ნახვა
პოლიტიკა
ჯიმ რიში - კანონის მიღებით საქართველოს მთავრობამ ნათლად აჩვენა, რომ ევროპული მომავალი არ აინტერესებს
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში საქართველოში „უცოხური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მე-3 მოსმენით მიღებას ეხმაურება. როგორც რიში აღნიშნავს, საქართველოს მთავრობამ აღნიშნული კანონით ცხადი გახადა, რომ „ევროპული მომავალი არ აინტერესებს“. „დღეს, კანონის მიღებით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას დიდ ზიანს აყენებს, საქართველოს მთავრობამ ნათლად აჩვენა, რომ ევროპული მომავალი არ აინტერესებს. ეს უდიდესი სილის გაწვნაა ქართველთა 80%-ისთვის, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს“, - აღნიშნა სენატორმა. შეგახსენებთ, დღეს, 14 მაისს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი, 30 წავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)