|
2024-05-14 15:13:28, 303 ნახვა
პოლიტიკა
სტანო - კანონპროექტი თუ დამტკიცდება, ეს საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის სერიოზული დაბრკოლება იქნება
კანონპროექტი თუ დამტკიცდება, ეს იქნება სერიოზული დაბრკოლება საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა. როგორც სტანო აღნიშნავს, ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით თავიანთი მოლოდინები საკმაოდ მკაფიოდ გაახმოვანეს. „დისკუსია გრძელდება, კანონპროექტის განხილვა მესამე ეტაპზეა. ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა თავიანთი მოლოდინები საკმაოდ მკაფიოდ გაახმოვანეს. თუ ეს კანონპროექტი დამტკიცდება, ეს იქნება სერიოზული დაბრკოლება საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის. თუმცა, კონკრეტულ შედეგებს განვიხილავთ, როდესაც იქნება საბოლოო შედეგი და წევრი სახელმწიფოები ერთმანეთში განიხილავენ, თუ როგორი იქნება ევროპული რეაგირება“, - განაცხადა სტანომ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)