|
2024-05-14 14:03:41, 327 ნახვა
საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტის მერი სადგურ მეტეხის დასახლებაში მრავალსართულიანი ბინის სახურავის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნო
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი სადგურ მეტეხის დასახლებაში მრავალსართულიანი ბინის სახურავის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მერია, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 8 წელია მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე 12 სახის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აფინანსებს. „პროექტი კი ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიების მიერ ხორციელდება. 2024 წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საჭიროებებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარის დაფინანსებაა გათვალისწინებული. პროგრამის მიზანია მერიის დაფინასებითა და მოქალაქეთა ჩართულობით, ხელი შეეწყოს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)