|
2024-05-14 13:43:48, 416 ნახვა
პოლიტიკა
მანჯგალაძე „ოცნებას“ - ხმა გაიკმინდეთ! - საქართველოს როცა ტოვებთ მეგობრების გარეშე, უფლება არ გაქვთ, ხმა ამოიღოთ
ხმა გაიკმინდეთ! - უფლება არ გაქვთ არცერთს, ხმა ამოიღოთ,- ასე მიმართა "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელმა, პაატა მანჯგალაძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს პარლამენტის პლენრულ სხდომაზე. მანჯგალაძის განცხადებით, ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე მეგობარი აღარ დარჩა. "საქართველოს როცა ტოვებთ პარტნიორებისა და მეგობრების გარეშე, უფლება არ გაქვთ, ხმა ამოიღოთ. თქვენი შვილების ტოლ შვილებს სასტიკად არბევინებთ რობოკოპებს იმისთვის, რომ თქვენ თავისუფლად გადაადგილდეთ აქ. ეს არ არის კაცობა... რა სამართლებრივი და პოლიტიკური არგუმენტი გჭირდებათ იმაზე მეტი, რომ ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე მეგობარი არ დარჩა. დაწყებული გაეროთი დამთავრებული ნატოთი, ყველა გვეუბნება, რომ თუ ამ საქმეს ჩაიდენს საქართველო, ჩვენს პარტნიორებს გამოაცხადებს მტრებად - საქართველო დარჩება მარტო იზოლაციაში. როდესაც საქართველოს ტოვებთ პარტნიორების და მეგობრების გარეშე",- მიმართა მანჯგალაძემ "ოცნების" დეპუტატებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)