|
2024-05-14 13:28:25, 375 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - ახალგაზრდებო, ვიდრე თქვენ აქციებზე დგახართ, ოპოზიცია მოვლენების ძალადობრივი სცენარით განვითარებას ელოდება
მინდა, მივმართო ახალ თაობას - ძვირფასო ახალგაზრდებო, იცოდეთ, ვიდრე თქვენ ქუჩაში, აქციებზე დგახართ, პოლიტიკური შურისძიებით შეპყრობილი რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიცია ცდილობს და ელოდება მოვლენების ძალადობრივი სცენარით განვითარებას. ეს მათი ბოლო შანსია თქვენს ხარჯზე - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. თალაკვაძის თქმით, „კოლექტიური ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნებას არჩევნების გვერდის ავლით ცდილობს". „სამწუხაროდ, ყოფილ სახელისუფლებო პარტიას და მის ლობისტებს, რომელიც ჯერ კიდევ წარმოადგენს ოპოზიციური სპექტრის დიდ ნაწილს, დღემდე ვერ წარმოუდგენია ხელისუფლებაში ყოფნის გარეშე თანაცხოვრება ჩვენს მოქალაქეებთან. ძალაუფლების პირობებში კი როგორ იქცევიან, საქართველომ ერთხელ ეს უკვე ნახა და არასდროს განმეორდება! კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას" დემოკრატიულ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს, სწორედ ამიტომ, ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას არჩევნების გვერდის ავლით, დესტაბილიზაციით და პოლიტიკური სისტემისთვის ძირის გამოთხრით. ეს არ გაგივათ",- თქვა თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)