|
2024-05-14 11:25:07, 405 ნახვა
პოლიტიკა
როთი - დილა მშვიდობისა, თბილისო, ევროპის ნამდვილო დედაქალაქო! - ძვირფასო მთავრობა, შეაჩერეთ კანონი!
გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როთი მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, შეაჩეროს აღნიშნული კანონი და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დღეს ხელისუფლება კანონს მიიღებს, ქართველი ხალხი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არ შეჩერდება. „დილა მშვიდობისა, თბილისო, ევროპის ნამდვილო დედაქალაქო! ძვირფასო მთავრობა, ძვირფასო მმართველო პარტიავ, საქართველოს პარლამენტში შეაჩერეთ „უცხოელი აგენტების კანონი“! იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქართული კოშმარი დღეს საქართველოს პარლამენტში „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონს მიიღებს, ქართველი ხალხი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არ შეჩერდება“, - აღნიშნულია როთის განცხადებაში. შეგახსენებთ, დღეს, 14 მაისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)