|
2024-05-13 17:20:08, 695 ნახვა
რეგიონი
ზურაბ თენიეშვილი აჭარის დასაქმების სააგენტოს 2025 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვას დაესწრო
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი აჭარის დასაქმების სააგენტოს 2025 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელმა, თეიმურაზ კახიძემ, მომდევნო წლის გეგმები და სიახლეები დაინტერესებულ პირებს წარუდგინა და მათგან რეკომენდაციები მოისმინა. "გეგმის თანახმად, დასაქმების სააგენტოს 2025 წლის ბიუჯეტი 1 731 600 ლარი იქნება. უწყება გააგრძელებს მოსარგებლეთა პროფესიულ მომზადება/გადამზადებასა და დასაქმებაზე ორიენტირებულ ყველა არსებულ პროგრამას. დაგეგმილია ახალი პროგრამის ამოქმედება - "საკვანძო კომპეტენციების განვითარება“, რომლის მიზანია პროფესიის დამხმარე უნარების განვითარების გზით, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში, 70 პირი მიიღებს მოკლევადიანი ინტენსიური სწავლების კურსს, როგორიცაა: სამეწარმეო უნარები, მულტილინგვინური კომპეტენცია - დარგობრივი უცხო ენა, ციფრული კომპეტენცია, ვექტორული და გრაფიკული პროგრამები - 3D Max, Photoshop, Illustrator, InDesign, Corel DRAW, სასტუმრო, სარესტორნო, სასაწყობე პროგრამების მიმართულებებით. გარდა ამისა, პროფესიულ მომზადება/გადამზადების პროგრამაში დაემატება ახალი პროფესიები - გაზგაყვანილობის მილების შემდუღებელ-მემონტაჟე და ბუნებრივ აირზე მომუშავე გამათბობელი სისტემების მემონტაჟე. ეს პროფესიები დაეხმარება მაღალმთიან აჭარაში გაზიფიცირების პროცესს და შესაბამისად, გაიზრდება დასაქმების შესაძლებლობები ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის. პროგრამით 35 პირს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს სასწავლო პროცესში",- ნათქვამია ინფორმაციაში.
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)