|
2024-05-11 15:57:13, 328 ნახვა
საზოგადოება
„ღვინის კლუბის“ ორგანიზებით გამართულ „ახალი ღვინის ფესტივალს“ მთაწმინდის პარკმა უმასპინძლა
„ღვინის კლუბის“ ორგანიზებით გამართულ „ახალი ღვინის ფესტივალს“ მთაწმინდის პარკმა უმასპინძლა. ფესტივალი ღვინის ეროვნული სააგენტოს და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა და მისი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია, ახალი მარნების წარმოჩენა, ღვინის ტურიზმისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის განვითარების ხელშეწყობაა. ფესტივალში 200-მდე დიდი, საშუალო და მცირე მწარმოებელი მონაწილეობდა; მათ სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 2023 წლის მოსავლის ღვინოები დააგენოვნებინეს. ღონისძიება, ტრადიციულად, ქვევრის გახსნის ცერემონიით დაიწყო. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ფესტივალზე წარმოდგენილ პროდუქციას გაეცნო. „ღვინის ეროვნული სააგენტო წელსაც, როგორც გასულ წლებში, „ახალი ღვინის ფესტივალის“ მხარდამჭერია. მეღვინეობის დარგისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო სეგმენტის განვითარების ხელშეწყობა, რასაც ღვინის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიებით ახორციელებს. ფესტივალი ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის სომელიეებს, ექსპერტებსა და იმპორტიორებს მასპინძლობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფესტივალის ფარგლებში, მცირე და საშუალო მარნებს საუკეთესო შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი პროდუქცია ღვინის პროფესიონალებსა და მომხმარებელს გააცნონ “, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ. ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მთაწმინდის პარკში გამართულ „ახალი ღვინის ფესტივალს“ ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Marq Energie Consulting ღვინის პროფესიონალების 13-კაციანი ჯგუფის წევრები ესწრებიან. „ახალი ღვინის ფესტივალი“ 2010 წლიდან ტარდება და მისი მასშტაბი ყოველ წელს იზრდება. ტრადიციულად, ფესტივალს, ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები და ღვინის მწერლები სტუმრობენ, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოდიან. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)