08:18 - 23 May, 2026
|
2024-05-11 13:38:04, 416 ნახვა
სამართალი
სამხედრო ექსპერტის, უჩა აბაშიძის ცოლი, მარიამ იაშვილი დააკავეს
დაკავებული ბლოგერის და სამხედრო ექსპერტის უჩა აბაშიძის ცოლი, მარიამ იაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას, ადვოკატი შოთა თუთბერიძე ავრცელებს. მარიამ იაშვილი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტშია გადაყვანილი. ჯერჯერობით უცნობია, რას ედავება მას გამოძიება. ადვოკატები მასთან უჩა აბაშიძისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ მივლენ. მარიამ იაშვილის დაკავებას არ დაესწრნენ ადვოკატები. ისინი უჩა აბაშიძესთან იმყოფებიან, რომელსაც რამდენიმე წუთში ბრალი უნდა წარუდგინონ. ბლოგერი უჩა აბაშიძე 10 მაისს დააკავეს. მის სახლში პოლიცია შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა. უჩა აბაშიძეს იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)