|
2024-05-10 15:23:53, 468 ნახვა
სამართალი
პოლიციამ წუხელ ჭავჭავაძის გამზირზე 11 პირი დააკავა
სამართალდამცველებმა წუხელ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ადმინისტრაციული წესით 11 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ცნობით, დაკავებულთაგან 5 პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები მას შემდეგ დააკავეს, რაც სამოქალაქო აქტივისტები სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავების გასაპროტესტებლად თავდაპირველად მის საცხოვრებელ სახლთან, შემდეგ კი, ჭავჭავაძის გამზირზე შეიკრიბნენ. შეგახსენებთ, გუშინ, 9 მაისს სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ დააკავეს. აბაშიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)