|
2024-05-10 00:53:39, 370 ნახვა
სამართალი
ინფლუენსერ სალი წვერავას მანქანა დაუზიანეს
ინფლუენსერ სალი წვერავას, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილეცაა, გუშინ ღამით უცნობმა პირებმა მანქანა დაუზიანეს. მისი თქმით, სახლ-მანქანას ჩალეწილი აქვს შუშები, დაჭრილი საბურავები, ასევე წაღებულია მანქანის ნომერი. "გუშინ ღამით ჩვენს სახლ-მანქანას თავს დაესხნენ უცნობი პირები, ჩალეწეს შუშები, დაჭრეს საბურავები, წაიღეს მანქანის ნომერი მოკლედ განადგურებულია მანქანა… საქმე გადაცემულია პოლიციაში! მანქანა გადაყვანილია პოლიციის ეზოში. სახლ-მანქანაზე დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, რომლებსაც, 90%-ით დაფიქსირებული აქვს მომხდარი ფაქტი, ველოდებით ექსპერტიზას, რომ ამოიღოს მასალები. მთელი გული, სული და რესურსი ჩავდეთ ამ სახლ-მანქანის გაკეთებაში, უდიდესი იმედი გვაქვს რომ მალე გაირკვევა ყველაფერი და დავიბრუნებთ ჩვენს სახლს! ძლივს მოვედი გონს სიტყვებს ვერ ვუყრი თავს უბრალოდ გაოგნებული ვარ!", - წერს წვერავა სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)