|
2024-05-09 14:15:25, 929 ნახვა
საზოგადოება
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა - შესაბამისი მემორანდუმი სოფიაში გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ალექსი ახვლედიანმა და ბულგარეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი სააგენტოს საზღვაო ადმინისტრაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვენცისლავ ივანოვმა. მემორანდუმზე ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის ბულგარეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა. "მინისტრის მოადგილის შეფასებით, სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატების ურთიერთაღიარება ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მეზღვაურების საქმიანობის მხარდასაჭერად. აღსანიშნავია, რომ სანაპირო ნაოსნობაში ჩართული ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატებს უკვე შავი ზღვის ოთხი ქვეყანა: თურქეთი, რუმინეთი, უკრაინა და ბულგარეთი აღიარებს, რაც ზრდის ქართველი მეზღვაურების დასაქმების შესაძლებლობებსა და არეალს შავი ზღვის რეგიონში. მემორანდუმის ხელმოწერამდე ქართულმა დელეგაციამ მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით შეხვედრა გამართა ბულგარეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროში, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საზღვაო სექტორში მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია აქტიური თანამშრომლობა საზღვაო განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების მიმართულებით, ასევე, შავი ზღვის რეგიონში პირდაპირი საზღვაო გადაზიდვების, მათ შორის საბორნე მიმოსვლის განვითარების კუთხით. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მხარეებმა ასევე განიხილეს ბურგასი-ბათუმის საბორნე მიმოსვლის სიხშირეების გაზრდისა და ბურგასი-ფოთის საბორნე მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობები. სოფიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გურამ გურამიშვილისა და ბულგარეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილის, ანნა მიჰნევა ნატოვას პირისპირ შეხვედრა გაიმართა, სადაც ორი ქვეყნის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს, მათ შორის სახმელეთო, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროებში. „შავ ზღვაზე დაკავშირებადობა არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის - ჩვენ ქვეყანას აქვს საზღვაო საზღვარი ბულგარეთთან და ინტენსიფიკაცია ტვირთების გადაზიდვისთვის და დაკავშირებადობის გაუმჯობესება არის მნიშვნელოვანი ფაქტორი შუა დერეფნის განვითარებისთვის. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ ჩემს ბულგარელ კოლეგასთან შეხვედრაზე და დავსახეთ კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე პროცედურულ კომპონენტებს", - აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.
როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ქართული მხარე დაინტერესებულია, კიდევ უფრო გაიზარდოს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საბორნე (როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო) მიმოსვლა, რაც ხელს შეუწყობს არამარტო ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ზრდას, არამედ ასევე ჩვენი სატრანსპორტო დერეფნის მიმზიდველობის ამაღლებას. გურამ გურამიშვილის შეფასებით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა შუა დერეფნის, როგორც ალტერნატიული ევროპა-აზიის დამაკავშირებელი მარშრუტის როლი, რაც საქართველოსა და ბულგარეთს თავიანთი სატრანსპორტო და სატრანზიტო შესაძლებლობების უკეთ გამოყენების საშუალებას აძლევს. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)