|
2016-02-12 11:31:50, 1640 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებში 2016 წლის პროგრამების პრეზენტაციას აგრძელებს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებში 2016 წლის პროგრამების პრეზენტაციას აგრძელებს. მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი დღეს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ მანანა ფაღავას და სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ლელა სურმანიძესთან ერთად ონკოლოგიურ საავადმყოფოში იმყოფებოდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სამედიცინო პერსონალს დეტალური ინფორმაცია მიეწოდა მოქმედი პროგრამების, მოსარგებლეებისა და დაფინანსების წესის შესახებ. მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანია სამინისტროს პროგრამების შესახებ სამედიცინო პერსონალის მეტი ინფორმირება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამინისტროს ახალ პროგრამას. „2016 წელს სამინისტრომ „ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება“ ცალკე პროგრამად გამოყო, რამაც გაამარტივა პროგრამაში ონკოლოგიურ პაციენტთა ჩართვა, შეამცირა დაფინანსების მიღების ვადები, ასევე პაციენტებს აღარ უწევთ დამატებითი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოდგენა. პროგრამის ფარგლებში იანვრიდან დღემდე გაცემულია 130 ვაუჩერი. ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების“ პროგრამით ფინანსდება ის დამატებითი სამედიცინო მომსახურება, რომელიც არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული სამედიცინო პროგრამებით. აღნიშნულ შემთხვევაში მკურნალობა დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით შემდეგი პროპორციების დაცვით: 1000 ლარის ჩათვლით-100%-ით; 1000 ლარზე მეტი 2000 ლარის ჩათვლით-90%-ით; 2000 ლარზე მეტი 3000 ლარის ჩათვლით-80%-ით; 3000 ლარზე მეტი-70%-ით. არაუმეტეს 5 000 ლარისა. პროგრამით ასევე ფინანსდება ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება - ტარგენტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტებით სამკურნალო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით ქვეპროგრამით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით ერთ მომართვაზე არაუმეტეს 5000 ლარისა, წლიური ლიმიტი შეადგენს 10 000 ლარს. პროგრამის მოსარგებლეა ყველა ონკოლოგიური პაციენტი დამტკიცებული დიაგნოზით. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 700 000 ლარს. აღნიშნულ სამედიცინო მომსახურებას სამინისტრო გასულ წელს „ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის“ ფარგლებში აფინანსებდა. 2016 წელს სამინისტროს პროგრამული ბიუჯეტი შეადგენს 11,306,170 ლარს. უწყება წელს 7 პროგრამას და 20 ქვეპროგრამას ახორცილებს. 2015 წელთან შედარებით სამინისტროს ბიუჯეტი 5, 191 142 ლარით გაიზარდა და საერთო ჯამში 14, 057, 940 ლარს შეადგენს“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)