|
2024-05-01 13:35:49, 322 ნახვა
საზოგადოება
კალაძის განცხადებით, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ არსებული სამი ბენზინგასამართი სადგურის დემონტაჟი ორი თვეში განხორციელდება
„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ არსებული ტერიტორიის მოწესრიგებისა და საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, თბილისის მერია შესაბამის პროექტს განახორციელებს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მიმდებარედ არსებული ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებთან შეთანხმება მიღწეულია და დემონტაჟი ორ თვეში განხორციელდება. „როგორც უკვე გაცნობეთ, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებთან მოლაპარაკებები დავასრულეთ. ესენია: „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, „ლუკოილ ჯორჯია“ და „სან პეტროლიუმ ჯორჯია“. მიღწეულია შეთანხმება და მოხდება ადგილმონაცვლეობა. ხელშეკრულებები გაფორმებულია, ჩაბარებულია საჯარო რეესტრში და აღნიშნული ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟი ორი თვის ვადაში განხორციელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟის შემდეგ, მუნიციპალიტეტი აღნიშნული გზის გაფართოებისა და მოწესრიგებისთვის შესაბამის პროექტს განახორციელებს. „პარალელურად, ვიწყებთ პროექტზე მუშაობას, რათა დაიგეგმოს, როგორ გაფართოვდეს და მოწესრიგდეს ეს გზა. ის პრობლემა, რომელიც ამ კონკრეტულ არეალთან დაკავშირებით დღეს გვაქვს, ძალიან მალე მოგვარდება. რაც შეეხება პროექტს, რომელიც ამ ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით უფრო დეტალურად მივაწვდით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)