|
2024-04-27 16:35:22, 392 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა
ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძე, სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას, მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ კლინიკის ხელმძღვანელ პირებთან და ექიმებთან სამედიცინო დაწესებულების საჭიროებები განიხილა. შეხვედრაზე კლინიკას, სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესების შესაძლებლობებზე და განვითარების სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მომსახურების სტანდარტების მეტად გასაუმჯობესებლად, სამინისტრო, კლინიკასთან ერთად, აქტიურად მუშაობს. "ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო 180 საწოლზეა გათვლილი და აჭარის რეგიონის მოსახლეობას მრავალპროფილურ სამედიცინო სერვისებს აწვდის. კლინიკაში ფუნქციონირებს დიალიზის ცენტრი, რომელიც 95 პაციენტს ემსახურება. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ერთ-ერთმა პირველმა დააკმაყოფილა რეანიმაციისა და ქირურგიული მომსახურების სტანდარტები, რომელიც ქვეყანაში 2023 წლის შემოდგომაზე ამოქმედდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე, იმყოფებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარძე და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლადო შელია", - ნათქვამია ინფორმაციაში.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)