|
2024-04-26 13:35:29, 376 ნახვა
სამართალი
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი - 1988 წელს დაბადებული მ.მ. და 2000 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, უკანონოდ შეაღწიეს მოქალაქეების კუთვნილ 10-მდე საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლასაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნივთებს. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ მ.მ. და ზ.მ, ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია მოპარული ნივთები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით არაერთგზის, ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს",- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)