|
2016-02-11 16:17:38, 686 ნახვა
სამართალი
კახა კოჟორიძე: მოსამართლეთა შერჩევა-დანიშნვის ხარვეზიანი პროცესი უნდა შეჩერდეს
„პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ უნდა შეჩერდეს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშნვის ხარვეზიანი პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა სახითხებში, კახა კოჟორიძემ განაცხადა. მისივე განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა სისტემური რეფორმების გატარება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. „მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ მოსამართლეთა შერჩევის დანიშნვის ხარვეზიანი პროცესი უნდა შეჩერდეს და საქართველოს პარლამენტმა სისტემური რეფორმების გატარება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. საქართველოს პრეზიდენტმა, თავის საპარლამენტო სიტყვაში, დღის წესრიგში სასამართლოში არსებული პრობლემები დააყენა. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, თავიანთ ანგარიშებში სასამართლოში არსებული პრობლემების ჩამოთვლას საბჭოს საქმიანობის აღწერით იწყებენ. დღეს ჩვენ არავის არ გვაქვს უფლება მშვიდი სახეებით ველოდოთ, როდის დაინგრევა სამართლიანი სასამართლოს შექმნის იმედი. საქართველოს სჭირდება არა ისეთი მოსამართლეები, რომლებიც უარს იტყვიან საკუთარ სახელსა და გვარზე, არამედ სჭირდება მოსამართლეები, რომლებიც საკუთარი სახელით და გვარით და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით იამაყებენ“ , - განაცხაგა კოჟორიძემ. როგორც კოჟორიძემ აღნიშნა, ამ პროცესში ყველას მოეთხოვება, რომ სწორი ხედვები და პოზიციები დააფიქსიროს, განსაკუთრებით კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. „ჩვენ ვსაუბრობთ სისტემურ რეფორმებზე და ამ პროცესში ყველას მოეთხოვება სწორი ხედვები და პოზიციები დააფიქსიროს. სისტემური რეფორმების მოგვარების თვალსაზრისით და პირველ რიგში ეს ცხადია მოეთხოვება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)