|
2024-04-25 11:03:00, 417 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგიამ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში, მოცვის დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში, კომპანიის „ჯეო აგრო ისთეით“ ბაღში იმყოფებოდა. მინისტრმა, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან ერთად, მოცვის დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა. ახლად გაშენებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაღში კომპანიას „ჯეო აგრო ისთეით“ ამ ეტაპზე 100 ადგილობრივი, სეზონზე კი, 200 პირი ჰყავს დასაქმებული. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, კომპანიას „ჯეო აგრო ისთეით“ 17 ჰა-ზე ბაღის გაშენება 250,000 ლარით დაუფინანსდა. „ლურჯი მოცვი ერთ-ერთი ახალი კულტურაა საქართველოში, რომელიც ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გაშენდა. ჩვენ 2800 ჰა-მდე ბაღი გვაქვს დაფინანსებული; მათი დიდი ნაწილი მსხმოიარობაშია შესული და მოსავალი ექსპორტზე გადის. გასულ წელს, მოცვის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 20 მილიონს გადააჭარბა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ახალი ბაღების გაშენება გრძელდება; ბაღების დაფინანსებაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. ბაღების მოვლის კომპონენტში ბენეფიციარები სარგებლობენ შეღავათიანი აგროკრედიტით, რაც საშუალებას აძლევთ, მიიღონ მეტი შემოსავალი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ხარისხიანი მოსავლისთვის, მნიშვნელოვანია ფერმერების ცოდნა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება“, - განაცხადა დავით წითლიძემ. პირველადი წარმოების მხარდაჭერის მიზნით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 53,5 მლნ ლარით თანადაფინანსებულია 2,836 ჰა-ზე ფართობზე ლურჯი მოცვის ბაღების გაშენება, მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში 31,6 მლნ ლარითაა თანადაფინანსებული 1,688 ჰა-ზე ბაღების გაშენება. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
მოქალაეებს ჯარიმის შესახებ ცრუ შეტყობინება ეგზავნებათ- საპატრულო პოლიცია გავფრთხილებას ავრცელებს
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ცენზურის განხორციელებისთვის მონიტორინგი დაევალა
ფაშინიანი: საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სომხეთ-ევროპის ურთიერთობებში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)