|
2024-04-24 21:42:02, 444 ნახვა
მსოფლიო
ბორელი - მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და არ გადაახვევინონ ქვეყანას ევროპული გზიდან,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა და საქართველოში, "ქართული ოცნების" მიერ “უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” კანონპროექტის ხელახალ ინიცირებას გამოეხმაურა. როგორც ბორელმა აღნიშნა, გამჭვირვალობა არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტი. "გასული კვირების განმავლობაში საქართველოს ათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების გამოსაყენებლად და კიდევ ერთხელ მოითხოვა ხელისუფლებისგან, გაიწვიოს კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". შარშან უკვე ვნახეთ შთამბეჭდავი კადრები საქართველოდან. ყველა ასაკის ადამიანს ხელში უჭირავს ქართული და ევროპული დროშები, რაც აჩვენებს მათ მტკიცე მხარდაჭერას დემოკრატიისადმი და საერთო ევროპული ღირებულებებისადმი. მაშინ მმართველმა პარტიამ და მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებს საჯარო პირობა მისცეს, რომ მსგავსი კანონმდებლობა აღარასდროს დაბრუნდებოდა. მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი. როგორც გასულ წელს იყო, ცხადია, რომ ეს კანონმდებლობა შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან. თუ ეს კანონი მიღებული იქნება, ეს საფრთხეს შეუქმნის საქართველოს პროგრესს ევროკავშირის გზაზე. ამ კანონის მიღება ასევე იმოქმედებს ევროკავშირის მხარდაჭერაზე ქართველი ხალხისადმი, რადგან ამ დახმარების ნაწილი ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ხდება. გამჭვირვალობა არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტი. ქართველების მომავალი ევროპაშია. გასული წლის დეკემბერში მინიჭებულმა კანდიდატს სტატუსმა უფრო დააახლოვა ჩვენი ურთიერთობები ვიდრე ოდესმე. ჩვენი კარი ღიაა, ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს ასახონ მოქალაქეების მოლოდინები და არ გადაახვევინონ ქვეყანას ევროპული გზიდან", - განაცხადა ბორელმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)