|
2016-02-11 15:54:05, 441 ნახვა
პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილი: საქართველოს პოლიტიკას დასავლეთის მიმართულებით საფრთხე არ ემუქრება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აშშ-ის დაზვერვის ეროვნული სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოში არსებული ვითარების შეფასებას ეხმაურება. ზაქარეიშვილის მტკიცებით, საქართველოს პოლიტიკას დასავლეთის მიმართულებით, საფრთხე არ ემუქრება. "აბსოლუტური პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი საფრთხე არ გააჩნია საქართველოს მთავრობის პოლიტიკას იმ კურსის მიმართ, რაც თანმიმდევრულად აქვს აღებული დასავლეთის მიმართ ევროპული თუ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა პრემიერმინისტრის ვიზიტმა ბრიუსელში. მე გამიჩნდა განცდა, რომ სწორედ აშშ, როგორც ჩვენი ყველაზე ერთგული და მართლაც მკაფიო მეგობარი, მხარს უჭერს საქართველოს ღირებულებებზე დაფუძნებულ ჩვენს პოლიტიკას. მე ამას ვგრძნობ. ცოტა ხნის წინ აშშ-ში ვიყავი და ეს მხარდაჭერა, ეს დამოკიდებულება ნამდვილად ვიგრძენი. ეს სწორედ იმ დახმარების გაგრძელებაა, რაც ამდენხანს იყო. ბუნებრივია ეს არის საქართველოს პოლიტიკის გაძლიერება, იმ პოლიტიკის გაძლიერება, რომელსაც ჩვენი ქვეყანა სამი წელია თანმიმდევრულად მისდევს სწორედაც, რომ დაალაგოს ურთიერთობა რუსეთთან, არ იყოს კომფრონტაციის მიზეზი. სამმა წელმა აშკარად გვაჩვენა, რომ ვითარება განიმუხტა. თუმცა, ვითარება რთულია. გავითვალისწინოთ რა ხდება მსოფლიოში და ჩვენს გარშემო, ეს არის გაძლიერება იმ ქართული პოლიტიკის, რომელმაც წარმატებული შედეგები მოიტანა“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. ქვეყანამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ძალისხმევა შესაძლოა შეაჩეროს, - ამის შესახებ ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯეიმს კლეპერმა სენატში განაცხადა. აშშ-ს ეროვნული დაზვერვის სამსახური თავის ოფიციალურ გვერდზე დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯეიმს კლეპერის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც მსოფლიო საფრთხეებზეა საუბარი. თუმცა, აღნიშნულ დოკუმეტში საქართველოზეცაა საუბარი. „დასავლური ინტეგრაციის ნელი ტემპის გამო, ქართულ ელიტასა და საზოგადოებას შორის მზარდი იმედგაცრუება და სულ უფრო მეტი ეფექტური რუსული პროპაგანდა, ქმნის იმის პერსპექტივას, რომ თბილისმა უფრო მასშტაბური ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ძალისხმევა შესაძლოა შეასუსტოს, ან შეაჩეროს. რუსეთთან დაძაბულობა კვლავ მაღალ დონეზე დარჩება და ჩვენი შეფასებით, მოსკოვი ზეწოლას გაზრდის თბილისზე, რომ ევროკავშირსა და NATO-სთან ახლო ურთიერთობებზე უარი თქვას", - აღნიშნულია დოკუმენტში. როგორც კლეპერმა განმარტა, მიზეზად რუსეთის პროპაგანდა და ზეწოლის მოსალოდნელი ზრდა არის. კლეპერის თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეფორმების კუთხით წარმატებას აღწევს, ქართული პოლიტიკა, პოლიტიკური კონკურენციის ზრდის ფონზე, უდაოდ ცვალებადი იქნება. ეკონომიკური ცვლილებები 2016 წლის არჩევნების წინ, მთავრობისთვის, სავარაუდოდ მთავარი პოლიტიკური სისუსტე გახდება.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)