|
2016-02-11 15:14:51, 638 ნახვა
ეკონომიკა
„ბანკ რესპუბლიკასა“ და დეველოპერულ კომპანია m2-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
m2 გალერეაში, სს „ბანკ რესპუბლიკასა“ და დეველოპერულ კომპანია „m2“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში მომხმარებელს საშუალება ექნება შეიძინოს საცხოვრებელი ბინები m2-ის მიმდინარე და დასრულებულ პროექტებში ბანკ რესპუბლიკას იპოთეკური სესხით. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, „ბანკი რესპუბლიკა“ 2016 წლის 30 აპრილამდე, m2-ის მომხმარებლებს შესთავაზებს უნიკალურ პირობებს იპოთეკურ სესხებზე. კერძოდ, იპოთეკური სესხის % იქნება მინიმალური და ყველაზე კონკურენტული ბაზარზე დღეს არსებულ ტარიფებთან შედარებით. მაგალითისთვის: 5 წლამდე სესხები - USD 6.76% EUR 6.4% -(ეფექტური% 7,35$,6,97EUR) 10 წლამდე სესხები - USD 7, 26% EUR 6.9% -(7.70%$-7.31%EUR) 15 წლამდე სესხები - USD 8,06 % EUR 7,6 % (8.5%$ -8%EUR) აღნიშნული, შეთავაზებით ბანკი რესპუბლიკა მაქსიმალურად ხელმისაწვდომს და შეღავათიანს ხდის იპოთეკურ სესხს მომხმარებლისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ შეიძინონ ბინა m2-ის პროექტებში: m2 ყაზბეგზე; m2 ნუცუბიძეზე; m2 თამარაშვილზე; ოპტიმა ისანი. ბანკის არსებული კლიენტებისთვის დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ბანკ რესპუბლიკას საფილიალო ქსელის მასშტაბით, ასევე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით 2 90 90 90, ხოლო ახალი კლიენტებისთვის, მეტი კომფორტის შესაქმნელად, გამოყოფილია მელიქიშვილის გამზირზე არსებული ბანკ რესპუბლიკას სერვის ცენტრი.
(R)
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
ტრამპი რუსეთის საზღვარზე დამატებით 5000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის
ტრამპი აშშ-ის წარმომადგენელს პუტინის ეკონომიკურ ფორუმზე სანქტ-პეტერბურგში გაგზავნის
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)