|
2024-04-23 13:04:56, 409 ნახვა
სამართალი
აჭარასა და გურიაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარასა და გურიაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2 სახერხი საამქრო შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მახალაკიძეებსა და ჭვანაში, 2 კი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღაში დალუქეს. "მოქალაქეებს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში, სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობებში ჰქონდათ დამონტაჟებული. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი სახერხი საამქროების მიმდებარე ტერიტორიებიდან ამოღებულია წაბლისა და მურყანის (თხმელა) სახეობის, ჯამში, 38 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი). ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)