|
2016-02-11 14:51:40, 590 ნახვა
საზოგადოება
121-ე საბავშვო ბაღს სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა
ვაზისუბნის დასახლების I მკ/რნ-ში მდებარე 121-ე საბავშვო ბაგა-ბაღში მასშტაბური სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები დასრულდა და 8 თებერვლიდან სწავლა ჩვეულ რეჟიმში განახლდა. განახლებული ბაგა-ბაღი დღეს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა თემურ თორდინავამ, ისნის რაიონის გამგებელმა ვახტანგ ქიზიყურაშვილმა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი აბუსერიძემ დაათვალიერეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სამუშაოები მოიცავდა წყალგაყვანილობა-საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას, ელექტრომომარაგების რეაბილიტაციას, შიდა სარემონტო სამუშაობს, სააღმზრდელო ოთახების შიდა სივრცეებისა და ასევე, სპორტულ-გასართობი დარბაზის მოწყობას. გარდა ამისა, 121-ე ბაღს, რომელშიც ამჟამად 470-მდე ბავშვი ირიცხება, კიდევ ერთი სააღმზრდელო ჯგუფი დაემატა. აუთვისებელი ფართის გარემონტებისა და აღჭურვის შედეგად განახლებულ შენობაში დამატებით 35 ბავშვმა დაიწყო სააღმზრდელო პროცესი. „ამ საბავშვო ბაგა-ბაღში ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. გამოვაცხადეთ ტენდერი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე და დღეს უკვე ჩვენს პატარებს ასეთ ლამაზ გარემოში უწევთ ყოფნა. დარჩენილია გარე ფასადის მოწესრიგება და ზაფხულში ამ პრობლემასაც მოვაგვარებთ. აღსანიშნავია, რომ შარშან დედაქალაქის 125 საბავშვო ბაღი გავარემონტეთ“, - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა თემურ თორდინავამ. სარემონტო -სარეკონტრუქციო სამუშაოების ღირებულებამ 250 000 ლარი შეადგინა. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2016 წლის ბიუჯეტით სარემონტო სამუშაოები კიდევ ოცამდე ბაღში ჩატარდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)