|
2024-04-19 14:59:58, 307 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე - ყველა მსხვილ კომპანიას ვისაც Passenger Terminal Expo-ზე შევხვდით, ჰქონდა ინფორმაცია ვაზიანის აეროპორტის მშენებლობის შესახებ
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა Passenger Terminal Expo 2024-ის ფარგლებში მსოფლიოს წამყვან სააეროპორტო სერვისების მიმწოდებელ კომპანიებთან შეხვედრები გამართა. ირაკლი ქარქაშაძე შეხვდა წამყვან არქიტექტურულ კომპანიებს, რომლებიც აეროპორტების პროექტირებაზე, ე.წ. მასტერ პლანზე მუშაობენ. ასევე, ყველა იმ სააეროპორტო სერვისების მიმწოდებელ ბიზნესებს, ვისთანაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას მიმდინარე ტენდერი აქვს და შესაბამისი პროდუქტების პოტენციური მომწოდებლები არიან. "ჩვენ კომპანიებს ვესაუბრებოდით არა მხოლოდ ვაზიანის, არამედ ქუთაისისა და თელავის აეროპორტზეც. ყველა ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო მაქსიმალურად მოხდეს აეროპორტების დიგიტალიზაცია, გამარტივდეს ოპერირებასთან დაკავშირებული რიგი მიმართულებები. ბევრი სისტემა, რომელიც ჩვენ დღეს აეროპორტებში გაგვაჩნია იყოს უფრო ავტომატიზებული, სწრაფი და ხელმისაწვდომი მგზავრებისათვის, რათა გავამარტივოთ ის სააეროპორტო პროცედურები, რომელიც დღესდღეობით საქართველოს აეროპორტებში გაგვაჩნია. ასევე, საავიაციო უშიშროების მიმართულება, რომელიც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, იყოს უფრო მაღალი ხარისხის, სწრაფი და მოქნილი“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. ირაკლი ქარქაშაძის განმარტებით, მასშტაბურობიდან გამომდინარე, ვაზიანის აეროპორტის პროექტის მიმართ, კომპანიების მხრიდან დაინტერესება დიდია. "რაც შეეხება უშალოდ ვაზიანის პროექტს, ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა წამყვან არქიტექტურულ კომპანიებთან, რომლებიც აეროპორტების განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობენ, ასევე საკონსულტაციო კომპანიებთან, რომლებსაც აქვთ დიდი ინტერესი და ემზადებიან იმ ტენდერისთვის, რომელიც უახლოეს მომავალში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით გამოცხადდება. დაწყებული პროექტირებიდან დასრულებული იმ სისტემებით, რომელიც საჭიროა აეროპორტის მართვისთვის, ყველა ამ მომწოდებელთან გვქონდა შეხვედრა. მათი მხრიდან ინტერესი დიდია და ჩვენ ამ თანამშრომლობას აუცილებლად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)