|
2016-02-11 13:07:52, 555 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სტენდი ისრაელის ტურისტულ გამოფენაში ხალხმრავლობით გამოირჩევა
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სტენდი ისრაელის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში IMTM 2016 განსაკუთრებული ხალმრავლობით გამოირჩევა. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, აჭარა გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთადაა წარმოდგენილი, თუმცა აღსაღნიშნავია, რომ საქართველოს სტენდის სტუმართა უმრავლესობა განსაკუთრებულ ინტერესს აჭარის მიმართ იჩენს. დეპარტამენტი რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გამოფენაზე სამი დღის განმავლობაში 9-11 თებერვალს წარადგენს. მათივე ინფორმაციით, თელავივის 21-ე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული გამოფენაა, მასში 40-ზე მეტი ქვეყნის 1200-მდე მონაწილეა ჩართული. გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენელმა სამომავლო თანამშრომლობის მიზნით არაერთი საქმიანი შეხვედრა გამართა ისრაელის ტურსააგენტოებთან და მარკეტინგულ კომპანიებთან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ისრაელში მარკეტინგულ კამპანიებს 2012 წლიდან ახორციელებს. მიმდინარე წელს დეპარტამენტი პიარ და სარეკლამო აქტივობებს ისრაელში მარტიდან გეგმავს, რაც კიდევ უფრო გაზრდის აჭარაში ისრაელიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობას. აღსაღნიშნავია, რომ 2015 წელს წინა წელთან შედარებით რეგიონში 19,9 %-ით მეტი ებრაელი ტურისტი შემოვიდა. ბოლო წლებში, აჭარაში ებრაელი ვიზიტორების მატება თელავივსა და ბათუმს შორის არსებული ჩარტერული ფრენების დამსახურებაა. გასულ წელს, თელავივიდან ბათუმის მიმართულებით სამი ავიაკომპანია ახორციელებდა ფრენებს, რაც მიმდინარე წელს ოთხამდე გაიზრდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)