|
2024-04-17 15:45:58, 407 ნახვა
საზოგადოება
არასამთავრობოები - მოვუწოდებთ პოლიციას, შეწყვიტოს შეკრების თავისუფლებაში ჩარევა, უკანონო დაკავებები და ფიზიკური ძალადობა
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც პოლიციას და საგამოძიებო სამსახურს „გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევის, უკანონო დაკავებების, მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობის შეწყვეტისა და პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების მოკლე დროში გამოძიებისკენ" მოუწოდებენ. „ექსპრესნიუსი“ ერთობლივ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „გუშინ, 16 აპრილს, პოლიციამ 13 მშვიდობიანი ადამიანი დააკავა, რომელიც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობდა და საქართველოს ევროპულ მომავალს იცავდა. ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, მთელი ღამის განმავლობაში ვეძებდით დაკავებულებს იზოლატორებში და ვხვდებოდით მათ, ვესაუბრებოდით, აღვწერდით მათი უფლებების დარღვევის ფაქტებს. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ დაკავებულთა უმეტესობას ფიზიკური დაზიანების ნიშნები აქვს, ხოლო სამი მათგანი - ამჟამად ჰოსპიტალიზებულია. ისინი აცხადებდნენ, რომ მიუხედავად დაკავებისა თუ დაზიანებისა, გააგრძელებენ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ, საქართველოს ევროპული მომავლისთვის. მოვუწოდებთ პოლიციას, შეწყვიტოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევა, უკანონო დაკავებები და მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობა. მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვიცავთ და დავიცავთ ყველა დაკავებულის უფლებას. ჩვენ ვემსახურებით ქართველ ხალხს. არც ერთი ადამიანი, რომელიც კანონიერად სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით, არ დარჩება სამართლებრივი მხარდაჭერის გარეშე. არა რუსულ კანონს!“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)