|
2016-02-11 11:33:59, 819 ნახვა
საზოგადოება
საინფორმაციო ბარათი არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის შესახებ
აღსრულების ეროვნული ბიურო მორიგ, პრევენციული ხასიათის საინფორმაციო ბარათს აქვეყნებს. ბარათის თემაა: არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა. არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა არის ფინანსური ვალდებულება, როდესაც კრედიტორის მოთხოვნა არ არის უზრუნველყოფილი რაიმე ქონებით. კრედიტორის მომართვის საფუძველზე სააღსრულებო წარმოება შეიძლება დაიწყოს სასამართლოს, ადმინისტრაციული ორგანოებისა და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის, აღსრულების ეროვნული ბიუროს გადახდის ბრძანების საფუძველზე. სააღსრულებო წარმოების დასაწყებად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტაცია:კრედიტორის წერილობითი განცხადება; აღსასრულებელი დოკუმენტის დედანი; აღსასრულებელი გადაწყვეტილება; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; მინდობილობა (თუკი დოკუმენტაცია შემოაქვს წარმომადგენელს). სააღსრულებო ფურცლის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში კრედიტორი იხდის აღსრულების საფასურს, მოთხოვნილი თანხის 2%-ს (არანაკლებ 50 ლარისა). სააღსრულებო წარმოების დაწყებისთანავე მოვალე რეგისტრირდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში და ეზღუდება საკუთრებაში რიცხული ქონების განკარგვის უფლება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)