|
2016-02-11 10:41:34, 495 ნახვა
საზოგადოება
გიგლა აგულაშვილი სამეგრელოს რეგიონის სამონადირეო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამეგრელოს რეგიონის სამონადირეო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კოლხეთის დაცული ტერიტორიის მიმდებარედ ნადირობისა და ტერიტორიის საზღვრებში სანადირო იარაღით გადაადგილების საკითხები განიხილეს. მონადირეების განცხადებით, დაცული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ ნადირობის დამაბრკოლებელ ფაქტორს დაჭაობებული და სავალად უვარგისი ტერიტორიები წარმოადგენს. მონადირეები დაცული ტერიტორიის ფარგლებში იარაღით გადაადგილების უფლებას ითხოვენ. გიგლა აგულაშვილის განცხადებით, არსებული კანონმდებლობის მიხედვით, კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიის ფარგლებში იარაღით გადაადგილება აკრძალულია. შეხვედრას, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, არასამთავრობო ორგანზიაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)